აქცია – მსოფლიოს 100 ქალაქი ჩაქოლვის წინააღმდეგ თბილისში, საქართველო
29 08 2010
2010 წლის 28 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქეებმა აღნიშნეს მსოფლიოს მასშტაბით მოწყობილი საპროტესტო აქცია მსოფლიოს 100 ქალაქი ჩაქოლვის წინააღმდეგ. ეს გახლდათ საქართველოს მოქალაქეების მიერ ორგანიზებული მეოთხე საპროტესტო აქცია. ამჯერად, დაახლოებით 25 ადამიანი შეიკრიბა თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წინ, მწვანე პლაკატებით ხელში, რომლებიც მოითხოვდნენ წამების, დევნის, ქალების, ბავშვების, ჰომოსექსუალების და ირანელი ადამიანის უფლებების დამცველი აქტივისტების სიკვდილით დასჯის შეწყვეტას. გარდა ამისა, აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნა ირანში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩაქოლვის მეთოდის ანულირება იყო. ქვემოთ მოცემულია ის სლოგანები, რომლებიც აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციის დროს გამოიყენეს: 1. ირანის ისლამური რესპუბლიკა არის მკვლელი რეჟიმი 2. ირანის გაქალება! ირანის გაქვიერება! 3. ირანის რეჟიმი სიკვდილით სჯის ადამიანის უფლებების დამცველებს! 4. შეწყვიტეთ ლგბტ ადამიანების სიკვდილით დასჯა ირანში! 5. ირანის ბასიჯის მილიცია ლგბტ უფლებებისთვის! 6. WOMEN TALK BACK! 7. გახსენი ევინის ბინძური კარი! 8. შეწყვითეთ ქალების ხოცვა, წამება და შეურაცხყოფა! 9. BEWARE! ISLAMIC REPUBLIC OF IRAN KILLS! 10. იყავით ქალების სიცოცხლის ავანგარდში! BE VANGUARDS OF WOMEN’S LIVES! 11. მე ვარ ირანის რეჟიმისგან გადარჩენილი, არ მოგცემტ უფლებას გააგრძელოთ ადამიანების წამება! 12. 28 აგვისტო, მსოფლიოს 100 ქალაქი ჩაქოლვის წინააღმდეგ! 13. სუტენიორების რეჟიმი! (رژيم قر مساقي) (სპარსულად) 14. ამოიღეთ ირანის ისლამური რესპუბლიკა ქალტა მდგომარეობის კომისიიდან! 15. შენ მე დისკვდილით დამსაჯე, ვინ იქნება შემდეგი? შენ! 16. ეს არის, რასაც სიყვარულისთვის ვღებულობ? 17. ირანელი ქალების სოლიდარობის ნიშნად! 18. ჩემი სხეული მე მეკუთვნის (ქართულად) რამდენიმე მედია საშუალებამ გააშუქა აქცია: ნეტგაზეთი: http://netgazeti.ge/GE/22/News/2298/?sms_ss=facebook http://www.youtube.com/watch?v=7bINV5dZpok ტელევიზია რუსთავი2: (18,16,25 წუთიდან) http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2&seekTime=28-08-2010+18%3A16 მაესტროს ტელევიზია: (00,40 წუთიდან) http://www.youtube.com/watch?v=jm4H80jQSy o


ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა