მეთიუ შეპარდის დღე
13 10 2012

1998 წლის 7 ოქტომბერს, ლერამიში (აშშ) მოხდა ლგბტ თემის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ჰომოფობიური დანაშაული. ოცდაერთი წლის კოლეჯის სტუდენტი მეთიუ შეპარდი ორმა კაცმა გაიტაცა, ღობეზე მიაბა, პისტოლეტის კონდახით სცემა და ადგილზევე დატოვა სასიკვდილოდ. მეთიუს სხეული ველოსიპედისტმა იპოვა 18 საათის შემდეგ, ხოლო 12 ოქტომბერს, ღამის12:53 წუთზე შეპარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შვილის სიკდვილიდან ცოტა ხნის შემდეგ, მეთიუს მშობლებმა დენის და ჯუდი შეპარდებმა დაარსეს მეთიუ შეპარდის სახელობის ფონდი, მისი ხსოვნისათვის პატივის მისაგებად და ”სიძულვილის ჩასანაცვლებლად გაგებით, თანაგრძნობითა და მიმღებლობით.” 2009 წელს, მეთიუს დაღუპვიდან 11 წლის შემდეგ, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა მეთიუ შეპარდისა და ჯეიმს ბირდ უმცროსის სახელობის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენციის აქტს. რომელიც წარმოადგენს ფედერალურ კანონს, რომელიც კრძალავს ადამიანებზე თავდასხმას მათი სექსუალური ორიენტაციის, გენდერისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე.

წყარო: http://www.huffingtonpost.com/2012/10/12/lgbt-icon-of-the-day-matthew-shepard_n_1920608.html



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"