ახალი ლგბტ მუსიკალური სატელევიზიო არხი Right Out TV
04 11 2010

ახალი ლგბტ მუსიკალური სატელევიზიო არხი შეგიძლიათ შემდეგ ლინკზე იხილოთ:

www.livestream.com/rightouttv

გაჩნდა სივრცე, სადაც გლობალურ ლგბტ საზოგადოებას შეეძლება უწყვეტად უყუროს მუსიკალურ კლიპებს ღია ჰომოსექსუალ მუსიკოსებისგან, რომლებიც მას თავის ისტორიებს მოუთხრობენ.

არხის შემქმნელები და პროდიუსერები ლესბოსელი პოპ დუეტი მარლენ ვალჩუკი და ტული კალენდერი არიან, ჯგუფიდან SUGARBEACH.

მარლინი და ტული მათ ახალგამომცხვარ RightOut TV -თან ერთად შეგიძლიათ იხილოთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული ირანის და აფრიკის ჩათვლით. მაყურებელს შეუძლია ნახოს მსოფლიოს უდიდესი ღია ჰომოსექსუალ მუსიკოსები შეკრებილი ერთ სივრცეში.

ახლა, გაცილებით უფრო მეტად ვიდრე სხვა დროს, ქვიერ ახალგაზრდობას სჭირდება მენტორები ჩვენი საზოგადოებიდან. აქ ისინი ნახავენ პიონერებს, როგორიცაა Tret Fure (ა.შ.შ.) და ასევე დამწყებებს, როგორც Jungal (ავსტრალია), გარდა ამისა, გაეცნობიან მუსიკოსებს, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება არც გამოჩენილიყვნენ.

წყარო:http://www.lgbt-news.com/2010/11/right-out-tv-official-launch.html?utm_source=feedburner&utm_medium=email&utm_campaign=Feed:+lgbt-news/LGBT+(LGBT+News)



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან