უკრაინა პროპაგანდის კანონისაკენ მიიწევს
03 10 2012

უკრაინელმა კანონმდებლებმა ჩაატარეს პირველი მოსმენა კანონპროექტისა, რომელიც ჰომოსექსუალობის ”პროპაგანდას” კანონით დასჯადს ხდის. ასეთივე საკანონმდებლო ზომა რამდენიმე ხნის წინ მიღებულ იქნა რუსეთში, სანკტ პეტერბურგის მთავრობის მიერ.

კანონპროექტი, რომელიც 350-დან 289 კანონმდებელმა მოიწონა, სამშაბათის საპარლამენტო სესიაზე, ითვალისწინებს შესწორებებს რამდენიმე არსებულ კანონში, რაც ითვალისწინებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთასა და დიდ ჯარიმებს ”ჰომოსექსუალობის პროპაგანდისთვის.”

კანონმდებლობის ავტორი თვლის რომ ”გეი პროპაგანდა” უკრაინაში აივ/შიდსის ეპიდემიის გამწვავებას გამოიწვევს და გაანადგურებს ტრადიციული ოჯახის ინსტიტუციას, რაც ქვეყანაში დემოგრაფიული კრიზისის საფუძველი იქნება.

ამ კანონპროექტის კენჭისყრა ივლისში შეჩერებულ იქნა საერთაშორისო გამოხმაურების გამო. მნიშვნელოვანმა ევროპულმა მთავრობებმა, ევროპარლამენტმა და ცნობილმა ინგლისელმა გეი მომღერალმა ელტონ ჯონმაც კი დაგმეს ზემოხსენებული კანონპროექტი.

წყარო: http://en.ria.ru/world/20121002/176360014.html



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"