უგანდაში ანტი-ჰომოსექსუალობის კანონი ძალაში შედის
26 02 2014
გუშინ უგანდის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ანტი-ჰომოსექსუალობის კანონპროექტს. ახალი კანონი ლგბტი ადამიანების კრიმინალიზაციას აფართოებს და უკვე აიძულებს მშობლებს, მასწავლებლებსა და ექიმებს ლგბტი ადამიანების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ მმართველ პირებს. სისხლის სამართლის კოდექსის 1950 წლის ვერსიით, ერთი სქესის ზრდასრულ ადამიანებს შორის თანხმობის საფუძველზე სექსუალური კავშირი უკვე დასჯადი იყო სამუდამო პატიმრობით. ახალი კანონი სჯის ადამიანებს, რომლებიც ფლობენ სახლს ან ოთახებს „ჰომოსექსუალობის მიზნით“ (მაგ. გამქირავებლები ან ლგბტი ადამიანების მშობლები) მაქსიმუმ 7 წლამდე პატიმრობით. „ჰომოსექსუალობის პროპაგანდა“ ასევე დასჯადი ხდება 7 წლამდე პატიმრობით, რაც იმოქმედებს ადამიანის უფლებათა დამცველ ჰეტეროსექსუალ ადამიანებზეც. კანონპროექტის წინა ვერსია ასევე მოიცავდა აივ-ინფექციის მატარებელი ადამიანების სიკვდილით დასჯას, ასევე მათი, ვინც კანონს განმეორებით ‘არღვევდა’. ეს ‘დარღვევები’ ახლა სამუდამო პატიმრობით ისჯება. ლგბტ ინტერჯგუფის წევრმა ოლე შმიდტმა განაცხადა: „უგანდაში განვითარებული მოვლენები ძალიან საშიშია და ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს. ლგბტ ადამიანებს უნდა შეეძლოთ ცხოვრება უმიზეზო პატიმრობისა და ძალადობის შიშის გარეშე.“ „ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა ყველა ღონეს უნდა მიმართონ დეკრიმინალიზაციის მიზნით და უზრუნველყონ, რომ ლგბტ ადამიანებს აქვთ თავშესაფრის მოპოვების უფლება ევროკავშირში, როცა ისინი მათ ქვეყნებში მსგავს დისკრიმინაციას განიცდიან.“ წყარო


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია