საქინე მოჰამადი აშთიანის კვლავ ემუქრება სასიკვდილო განაჩენი
03 11 2010

დღეს მიღებული ინფორმაციის თანახმად, გლობალურმა პროტესტებმა შეძლო ირანში საქინე მოჰამადი აშთიანის სიკვდილით დასჯის დროებით შეჩერება. მიუხედავად ამისა, საფრთხე უცვლელი რჩება.

გლობალური საჯარო გამოხმაურება დაუყოვნებლივ მოყვა საქინეს სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებულ სიახლეებს 3 ნოემბერს, რაც ყველა დიდმა მედია საშუალებამ გააშუქა.

უამრავი ინტერვიუ ჩამოართვეს სიკვდილით დასჯისა და ჩაქოლვის საწინააღმდეგო კომისიის წარმომადგენელ მინა აჰადის, ისევე როგორც ირანის სოლიდარობის წარმომადგენელ მარიამ ნამაზიესა და სხვა აქტივისტებს. მილიონობით ადამიანი ჩაერთო საერთაშორისო აქციაში. მონაწილეები საპროტესტო წერილებს უგზავნიდნენ ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და სხვა მთავრობებს, დახმარების მოთხოვნით.

ზოგიერთმა სახელმწიფომ, მათ შორის: საფრანგეთმა, იტალიამ, შვედეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროპარლამენტთან და ევროკავშირთან ერთად დაუყოვნებლივ მოითხოვეს სიკვდილით დასჯის შეჩერება. 2 ნოემბერს დემონსტრაციები მოეწყო ბერლინში, ბრუსელში, ლონდონში, პარიზში, რომსა და უოშინგტონში.

ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ კიდევ ერთხელ დაინახა ფართომასშტაბიანი გლობალური რეაქცია, რომელიც საქინე მოჰამადი აშთიანის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილებას მოყვა, და განზრახვა სისრულეში აღარ მოიყვანა.

საქინე აშთიანის სიკვდილით დასჯა, მიუხედავად ამისა, კვლავაც დროის საკითხად რჩება. ეს ცხადი ხდება იმ პასუხიდან რომელიც ირანმა მოწინააღმდეგე მთავრობებს გასცა. კომიტეტების მიერ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, უზენაესმა სასამართლომ საქინეს სიკვდილით დასჯის განკარგულება თაბრიზის ციხეში უკვე გააგზავნა, ამგვარად განაჩენი სისრულეში შეიძლება ნებისმიერ დროს იქნას მოყვანილი.

საერთაშორისო კომიტეტი ჩაქოლვისა და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ესალმება მსოფლიო პროტესტში მონაწილე ადამიანებს, რომლებიც მოითხოვენ საქინეს სასიკვდილო განაჩენის გაუქმებას. სწორედ საერთაშორისო გამოხმაურების შედეგია ის, რომ ქალბატონი აშთიანი ჯერ კიდევ ცოცხალია.

ჩვენ ვთხოვთ ყველას, კვლავაც გააგრძელონ პროტესტი, განახორციელონ ზეწოლა ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე და საერთაშორისო ყურადღების ცენტრში დააყენონ მის მდგომარეობასთან დაკავშირებული სიახლეები, სანამ საქინეს სასიკვდილო განაჩენი ოფიციალურად არ იქნება გაუქმებული და ის არ გათავისუფლდება მის ვაჟთან საჯადთან, ადვოკატ ჰუთან ქიანთან და ორ გერმანელ ჟურნალისტთან ერთად, რომლებიც 2010 წლის 10 ოქტომბერს დააკავეს.

წყარო:

International Committee against Execution http://notonemoreexecution.org

International Committee against Stoning http://stopstonningnow.com

Email: minaahadi@aol.com

Tel: 0049 (0) 1775692413



ფოტო
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი