კამათი ლგბტ აბრევიაციის ხმარებიდან ამოღების შესახებ
25 02 2013

ლონდონში დაფუძნებული Pink Therapy–ის მიხედვით აბრევიაცია „ლგბტ“ არაეფექტური იარლიყია და ისინი გვთავაზობენ გამოვიყენოთ „GSD“ – Gender and Sexual Diversities ( გენდერული და სექსუალური განსხვავებულობა), როგორც უფრო ინკლუზიური ტერმინი. Pink Therapy–ს დირექტორმა დომინიკ დევიესმა და თერაპევტმა პამელა გოულერ–რაითმა ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც განიხილავენ საკუთარ გადაწყვეტილებას ხმარებიდან ამოიღონ აბრევიაცია „ლგბტ“. მათი აზრით ეს ჩამონათვალი თითქოსდა თანდაყოლილ იერარქიას შეიცავს: „ბევრი ადამიანი იტყვის, რატომ ექცევა ასეთი ყურადღება იარლიყებს, რა მნიშვნელობა აქვთ ასეთი? არიან ისინი სასარგებლო, თუ პირიქით, გვზღუდავენ? ჩვენ საკუთარ თავს სახელი უნდა დავარქვათ იმისთვის, რომ ვიარსებოთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს სახელი მკვიდრდება, ის თითქოს სტატიკური კონტეინერი ხდება ჩვენი იდენტობისთვის. ამიტომაც, ჩემი აზრით ენა სულ ამ მოსაზრების ირგვლივ უნდა ვითარდებოდეს.“ წყარო: http://www.queerty.com/therapists-argue-to-replace-lgbt-with-more-inclusive-gsd-20130223/


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა