ზრდის თუ არა კანონების შეცვლა მიმღებლობას?
12 05 2012

ჟურნალ Time-ის მიერ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად აღიარებულმა ინდოელმა აქტივისტმა ანჯალი გოპალანმა, როიტერსს განუცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2009 წელს ინდოეთის მთავრობამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზება ჯერ კიდევ 2009 წელს მოახდინა, ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობები და დისკრიმინაცია ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული.

”მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები არ ნიშნავს იმას, რომ მენტალობა იცვლება. ეს ნელი პროცესია, რომელზეც მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ჰომოფობიას ისე აქვს ფესვები გადგმული, რომ იმასაც კი ვერ ვამჩნევთ რამდენად ჰომოფობიურები ვართ თავად. მე საუბარი იმ ადამიანებზეც მაქვს, ვინც თემთან მუშაობს. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ლგბტ ადამიანებთან მუშაობს და ამავე დროს ჰომოფობიის ძალიან დიდ დონეს უჩვენებს.”

გოპალანი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი იყო, რომელიც 2001 წელს ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციისათვის პეტიციას ავრცელებდა. მიუხედავად იმისა, რომ დეკრიმინალიზაცია 2009 წელს მოხდა ინდოეთში გეი პრაიდიც კი ჩატარდა ქვეყანაში არსებული მიდგომები და განწყობა არ შეცვლილა, მათ შორის არც ლგბტ თემში. გოპალანის თქმით ნამდვილად გულგასატეხია, რომ მას დღესაც კი მიმართავენ გეები, რომლებიც თვლიან, რომ ავადმყოფები არიან და რამე წამალს ითხოვენ განსაკურნად.

წყარო:http://www.queerty.com/indian-lgbt-activist-changing-laws-doesnt-bring-tolerance-acceptance-20120511/



ფოტო
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არის ქუჩები, რომლებსაც ყოველდღე გავდივართ, რომელიც  ამ ყოველდღიური ნორმალობის ნაწილი ხდება, მაგრამ სხვა ადამიანები ამ ადგილებს, სახლებს, თუ შენობებს სხვაგვარად ხედავენ." "ტყის ვარდი" - ტრანს აუდიო გასეირნება" მარეიკე ვენცელის იდეით და ტრანს თემის თანამონაწილეობით შექნილი კიდევ ერთი უნიკალური პროექტი და გაგრძელებაა თანამშრომლობის იმ მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც გასულ წელს პერფორმანსით "ღამე და დღე" დაიწყო. ტრნს აუდიო გასეირნება მცდელობაა, რუკის მეხსიერებაში მოვნიშნოთ უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული ადგილები და ერთმანეთს შევახსენოთ, რომ "ეს ქალაქი ბევრი ადამიანისაა, რომ ამ ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ცხოვრება და გზა აქვთ, და რომ ამ გზაზე შეიძლება ნებისმიერ მათგანთან ერთად გაიარო."
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან