ლგბტ ჯგუფები ვალენტინობის დრეს პროტესტს მართავენ
14 02 2011

უაიომინგის უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი გეგმავს წმინდა ვალენტინეს დღეს დემონსტრაცია მოაწყოს, ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების ქორწინების უფლების მხარდასაჭერად.

მაშინ, როცა შეუღლებულ წყვილთა უმეტესობა ყვავილებით, შოკოლადითა და რომანტიკული სადილებით აღნიშნავს მათ კავშირს, უაიომინგის უნივერსიტეტის ქვიერ ადვოკატირების ქსელი და მისი მხარდამჭერები, დემონსტრაციას მოაწყობენ თანასწორუფლებიანი ქორწინებიესათვის და პროტესტს გამოუცხადებენ იმ ორ საკანონმდებლო აქტს, რომელიც უაიომინგის სასამართლოებს მიუთითებს არ აღიაროს ერთსქესიანი ქორწინება და სამოქალაქო პარტნიორობა, რაც სხვა შტატებში უკვე დაკანონდა.

”საკანონმდებლო ორგანოებში მიმდინარე მოვლენების გამო, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი პოზიცია დავიცვათ,” – განაცხადა უაიომინგის უნივერსიტეტის სტუდენტმა, ჯერემი ატკინსმა, რომელიც ქვიერ ადვოკატირების ქსელის დამაარსებელი და თავმჯდომარეა. ”ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პროტესტი ამისათვის საუკეთესო საშუალება იქნებოდა,”–დასძინა მან.

მსვლელობასთან ერთად, დაქორწინებული და სამოქალაქო პარტნიორობაში მყოფი წყვილები ისაუბრებენ იმაზე, თუ რა ზეგავლენას მოახდენს მათ ცხოვრებაზე ანტი გეი ქორწინების საკანონმდებლო აქტის მიღება.

დღესდღეობით, უაიომინგი არ უზრუნველყოფს ერთსქესიან ქორწინებას და სამოქალაქო პარტნიორობას, თუმცა ის აღიარებს იმ ერთობებს, რომლებიც შტატს გარეთ იქნა განხორციელებული.

წყარო:http://www.laramieboomerang.com/articles/2011/02/13/news/doc4d575a6e92010097118476.txt



ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან