ბროშურა სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობაზე
31 07 2010

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ „სი–ოუ–სი ნიდელრალდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: “ლბტ ქალთა გაძლიერება საქართველოში. შემდეგი საფეხური: 2010“ გამოიცა ბროშურა ქალის სარძევე ჯირკვლის ჯანმრთელობაზე.

მოცემული გზამკვლევი განკუთვნილია იმისთვის, რომ მიიღოთ ინფორმაცია თქვენი სარძევე ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის დაავადებების (განსაკუთრებით, სარძევე ჯირკვლის კიბოს) და სარძევე ჯირკვლის კიბოს პრევენციისა და სკრინინგის შესახებ. გარდა ამისა, გზამკვლევში წაიკითხავთ ცნობებს სარძევე ჯირკვლის ოპერაციისა და ცხოვრების განმავლობაში სარძევე ჯირკვალში მიმდინარე ცვლილებების შესახებ. გზამკვლევის შედგენის მიზანია იცოდეთ, როგორ შეინარჩუნოთ თქვენი ძუძუს ჯანმრთელობა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

ბროშურაში, სხვა აუცილებელ და საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, მოცემულია იმ ცენტრების მონაცემები თბილისსა და რეგიონებში, სადაც უფასოდ შეგიძლიათ ჩაიტაროთ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგი.

ბროშურის პდფ ვერსიის ჩამოსატვირთად, შეგიძლიათ მიჰყვეთ ბმულს.



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"