მასწავლებელი ქამინ აუთის გამო სამსახურიდან დაითხოვეს
01 05 2013
ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსში, სტუდენტებისთვის საყვარელი და პატივცემული მასწავლებელი სავარაუდოდ მისი ორიენტაციის გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. ეს ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც მან გარდაცვლილი დედისადმი მიძღვნილ ნეკროლოგში მისი ლესბლოსელი პარტნიორი მოიხსენია.
19 წლიანი მუშაობის შემდეგ, ეპისკოპოს უოთერსონის უმაღლეს სკოლის ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი და მწვრთნელი კარლა ჰეილი, კოლუმბუსის კათოლიკურმა ეპარქიამ მოულოდნელად დაითხოვა. სტუდენტები მისი დაბრუნების მოთხოვნით კამპანიას აწარმოებენ და ირწმუნებიან, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მისი სექსუალობის გამო.
Outlook Columbus იტყობინება: „ჰეილის დედა, ჯინ რო პაუელი, 25 თებერვალს გარდაცივალა, მისი ნეკროლოგი კი The Columbus Dispatch ში მომდევნო დღეს გამოქვეყნდა. ჰეილის პარტნიორი, ჯული, როს ჭირისუფალთა სიაში იყო მოხსენიებული. წყარო იუწყება, რომ ამან სკოლის ხელმძღვანალების მიერ, ჰეილის სამსახურიდან გათავისუფლება განაპირობა.“
განრისხებული სტუდენტები ამ ცნობას პეტიციით პასუხობენ და ეპისკოპოს უოთერსონისგან მოითხოვენ ბოდიშის მოხდასა და პედაგოგის დაუყონებლივ დაბრუნებას სკოლაში.
„კარლა ჰეილი იყო მასწავლებელი, რომელიც ზრუნავდა მის სტუდენტებზე და პატივისცემით ეპყრობოდა თითოეულ მათგანს. თუმცა სკოლას მასთან მიმართებაში საპასუხო პატივისცემა არ გამოუჩენია. დღევანდელ საზოგადოებაში ჩვენ ყველანი ვალდებული ვართ დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ. უსამართლობაა, ადამიანმა, რომელიც ასე ზრუნავდა მის სტუდენტებსა და სამსახურზე, დაკაგროს ყოველივე ეს, ისეთი რამის გამო, რაც არც კი ექვემდებარება მის კონტროლს. სკოლას პრეტენზია აქვს, რომ მისი მისია სტუდენტებისთვის სიყვარულის, მიმღებლობისა და ტოლერანტულობის სწავლებაა, თუმცა, თავად ამ თვისებათაგან არცერთი არ გამოუვლენია მისის ჰეილის შემთხვევაში. ამიტომაც, ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად, და ნათელი გავხადოთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიუღებელია.“
ამ ეტაპზე პეტიციას 10 000–ზე მეტი მხარდაჭერი ჰყავს. ეპისკოპოს უოთერსონის უმაღლეს სკოლასა და კათოლიკურ ეპარქიას ჯერჯერობით არაფერი უპასუხიათ. ეპარქიის წარმომადგენელმა ჯორჯ ჯონსმა Outlook-ს განუცხადა, რომ ეკლესიის წესდება არ ავალდებულებს მათ პერსონალთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტარის გაკეთებას.
აღსანიშნავია რომ ოჰაიოს კათოლიკური სკოლა წელს უკვე მეორედ უპირისპირდება ლგბტ თემს. თებერვალში, ცინცინატის არქეპისკოპისოსმა პურსელ მარიანის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილე, მაიკ მოროსკი მას შემდეგ გაათავისუფლა სამსახურიდან, რაც მან პირად ბლოგზე საჯაროდ დაუჭირა მხარი ერთსქესიან ქორწინებას.
წყარო: http://www.queerty.com/ohio-teacher-fired-for-being-gay-20130418/
ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან