არგენტინამ ერთსქესიანი ქორწინება დააკანონა
16 07 2010

15 ივლისს არგენტინის სენატმა 33 ხმით 27-ის წინააღმდეგ ერთსქესიანი ქორწინება დააკანონა.

დეპუტატების პალატამ კანონპროექტი მაისში მიიღო და მას პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირჩნერიც უჭერდა მხარს.

კანონის შესახებ დებატები 15 საათს გაგრძელდა.

შეერთებული შტატების ჯგუფ Freedom To Marry-ის (ქორწინების თავისუფლება) ხელმძღვანელი, ევან ვოლფსონი, ენთუზიაზმით შეხვდა ამ კანონს: ”დღევანდელი ისტორიული კენჭისყრა გვიჩვენებს თუ რამდენად წინ წავიდა კათოლიკური არგენტინა, დიქტატურიდან დემოკრატიულ ღირებულებებამდე”.

ინგლისურად სრული ტექსტის სანახავად მიყევით ბმულს



ფოტო
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი