მამრობითი, მდედრობითი ან X: გენდერის არჩევანის ახალი ალტერნატივა
04 02 2015
მამრობითი, მდედრობითი ან X: გენდერის არჩევანის ახალი ალტერნატივა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში მალტის მთავრობა მოქალაქეებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებსა და პასპორტში გენდერის არმითითების საშუალებას მისცემს მიუხედავად იმისა, რომ ‘მამრობითი’ და ‘მდედრობითი’ მალტის მიერ აღიარებულ ორ სქესად დარჩება, მთავრობა აპირებს, რომ X მარკერის შემოღებით მალტის მოქალაქეებს საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესისა თუ გენდერული იდენტობის არმითითების არჩევანი მისცეს. მალტის პარლამენტში წარდგენილი „გენდერული იდენტობის კანონპროექტის“ შემდგომი საკონსულტაციო პროცესის განმავლობაში განხილულ იქნა, თუ როგორ შეიძლებოდა საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში შემზღუდავი და ბინარული ‘მამრობითი’ და ‘მდედრობითი’ მარკერების არსებობის პრობლემის გადაჭრა. ამას კი მოჰყვა ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება. ‘X’ მარკერის დაწესება მალტას უნიკალურს არ გახდის. ქვეყანათა მცირე, თუმცა, მზარდი ნაწილი უკვე იძლევა პასპორტებში ‘X’-ის მითითების საშუალებას. გერმანია კი საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესს კატეგორიადაც არ განიხილავს. მაგალითად, ავსტრალიას უკვე მიღებული აქვს სისტემა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შეუძლიათ, მიუთითონ როგორც ‘მამრობითი’ და ‘მდედრობითი’, ასევე - ‘X’ (განუსაზღვრელი/დაუზუსტებელი/ინტერსექსი). სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაცია სავალდებულო წინაპირობას არ წარმოადგენს პასპორტში გენდერის შეცვლისათვის, დაბადებისა და მოქალაქეობის მოწმობების შეცვლა კი აუცილებელი არ არის პასპორტის შეცვლის შემთხვევაში. იგივე ხდება ახალ ზელანდიაში. წყარო


ფოტო
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
წარმოდგენის მიხედვით, "ტარტაროზი" ერთადერთი ადგილია, სადაც ღამის ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობელი ქალღმერთები იკრიბებიან - ადამიანებისგან დავიწყებული სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. დღეს კი ისინი იძულებულნი არიან ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. მითოლოგიისა და რეალობის ასეთი გათამაშება კომენტარია თანამედროვე საქართველოში ტრანსგენდერი ადამიანების ყოფაზე, რომელთათვისაც საზოგადოებრივი აგრესია და სიძულვილი ყოველდღიური გამოცდილებაა, ასეთ რეალობაში საკუთარი იდენტობის მუდმივი მალვა და გარდასახვა კი, როგორც თვითგადარჩენის ერთ-ერთი მეთოდი, ერთგვარ პერფორმანსად იქცევა.
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
სიძულვილს გადარჩენილი ადამიანები იქ, სადაც სიყვარული აკრძალულია
ერთი დღე "ჰომოფობიის ლაბირინთში"