ქალთა პირველი რადიო სადგური ლიბერიაში
10 08 2010

5 აგვისტოს მონროვიაში, ლიბერიის პრეზიდენტის, ელენ ჯონსონ სირლიფის, თავმჯდომარეობით, ჩატარდა ლიბერიის ქალთა დემოკრატიული რადიოს გახსნის ცერემონია. ეს არის პირველი რადიო, რომელიც ემსახურება ქალებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა. რადიო ასევე შეეცდება გააშუქოს გენდერის საკითები და ქალი ჟურნალისტები უზრუნველყოს შესაბამისი პრაქტიკული თრეინინგებით.

ლიბერიის ქალთა დემოკრატიული რადიო „United Nations Democracy Fund“ -მა (გაეროს დემოკრატიულმა ფონდმა) დააფინანსა, ხოლო UNIFEM–ი პროექტის აღმასრულებელ სააგენტოს ფუნქციას ასრულებს,.

გახსნას ესწრებოდნენ მთავრობის წევრები, გაეროს სააგენტოების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მედია. თავის განცხადებაში, პრეზიდენტმა სირლიფმა გაამხნევა გოგონები და მოუწოდა ახალგაზრდა ქალებს ყურადღება დაუთმონ განათლებასა და კარიერას და რადიო სადგურის ხელმძღვანელობას კი – შეუერთდეს ბრძოლას უწიგნურობისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ.

წყარო:

http://www.unifem.org/news_events/story_detail.php?StoryID=1154#