ირანელი ჰომოსექსუალების ქამინ აუთი
07 06 2011

”ჩვენ ყველგან ვართ”, - განაცხადეს ირანელმა ჰომოსექსუალებმა მასობრივ ”ონლაინ ქამინ აუთში” გასული რამდენიმე კვირის მანძილზე. ისინი სოლიდარობის შეტყობინებას უგზავნიან, განსაკუთრებით იმ ირანელ ჰომოსექსუალებს, რომელთაც სექსუალური ორიენტაცია შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.

17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არშამ ფარსიმ, ტორონტოში მდებარე ”ირანული რკინიგზა ქვიერ ლტოლვილებისათვის” დამაარსებელმა, მოუწოდა ირანელ გეი ქომიუნითის წევრებს, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება Facebook-ზე დადებული პოსტებითა და ვიდეოებით. მოწოდების საპასუხოდ ათეულობით ირანელმა გადაწყვიტა, რომ ”სამალავიდან” გამოსულიყო.

ამჟამად ჰომოსექსუალი, ბისექსუალი და ტრანსექსუალი ადამიანების უფლებები ირანში არ არსებობს. ყოველგვარი სექსუალური ურთიერთობა ტრადიციული ქორწინების გარეთ არალეგალურია და ღვთის ნების დარღვევად ითვლება.

შარიათის კანონის ირანული ინტერპრეტაციის მიხედვით, სოდომი ისეთი დანაშაულია, რომლისთვისაც ორივე პარტნიორი შეიძლება სიკვდილით დაისაჯოს. თეორიაში, სასიკვდილო განაჩენი შეიძლება მხოლოდ სრულწლოვან და კავშირში ნებაყოფლობით შესულ ჰომოსექსუალ პარტნიორებს შეეფარდოს. მიუხედავად ამისა, 2005 წელს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მაშჰადში ორი მოზარდი ბიჭი ჩამოახრჩვეს სექსუალური კავშირის ქონის გამო, ერთ მათგანი არასრულწლოვანი იყო.

2007 წელს, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში ყოფნისას განაცხადა, რომ ”ჰომოსექსუალები ირანში არ არსებობენ”.

წყარო:http://observers.france24.com/content/20110606-iranian-gays-around-world-speak-out-turkey-lgbt-pride?ns_campaign=observateurs&ns_mchannel=reseaux_sociaux&ns_source=twitter&ns_linkname=20110606_observers_iranian_gays_around_world_speak_out&ns_fee=0



ფოტო
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია გამოფენით "ვნებები და უფლებები" აღნიშნა. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების მიერ სხვადასხვა ვიზუალურ მედიაში (ფოტო/ნახატი/კოლაჟი) შესრულებულ ნამუშევრებით, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს WISG-ის 16 დღიანი კამპანიის კონკურსში. 50-მდე მონაწილეს შორის, მოწვეულმა ჟიურიმ ის ნამუშევრები აარჩია, რომლებმაც სექსუალური უფლებების დეკლარაციიდან განსაკუთრებით საინტერესო ვიზუალური ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს საკითხები, როგორიცაა რეპროდუქცია, რეპრესირებული სექსუალობა, ადრეული ქორწინება, სექსუალური განათლება, იდენტობა და თვითგამორკვევა და სხვა. გამოფენის გახსნაზე გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორიც: მაკა ზედელაშვილი, ანუკ ბელუგა და მარიამ გაბრიჭიძე.
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
გრადაცია | ინსტალაცია ტრანს ხსოვნის დღისთვის
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება